ქიბარ ხალვაში საერთოდ არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე და არც არასდროს ყოფილა. ის ყოველთვის ასრულებდა გარკვეული პოლიტიკური მიზანდასახულობის მქონე ადამიანების ჯგუფის ნებას. ის ასრულებს ბიძინა ივანიშვილის ნებას და როდესაც მას ურჩიეს, რომ "ახლა არის დრო და ახლა ვართ მზად, რომ ეს გავაკეთოთ, მაშინ როდესაც ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ქვეყნიდან გავდევნეთ, მეორე ნახევარი დავიჭირეთ, რაღაც ტიპის კონტროლი დავამყარეთ", მაშინ შეიტანა ეს განცხადება. სარჩელის ხანდაზმულობის ვადა გასულია, რა თქმა უნდა, სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა, რადგან ისიც არის ორკესტრირებული ერთიანი რგოლის ნაწილი.
tbl.ge/sws
დაკოპირდა
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე. რუსთავი 2-ისა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული განცხადების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს.
ამავე თემაზე
- თალაკვაძე: სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო სიუჟეტების ავტორებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ
- შავგულიძე: ქართულმა ოცნებამ შალვა რამიშვილს მურუსიძის PR კამპანია ჩაატარებინა
- გაბაშვილი: რამე რომ ჰქონდეს დასაცავი 20/30-ს, ამ რეზოლუციაში შევიტანდი
- მედიაზე ზეწოლის შესახებ ენმ-ის განცხადებას კომიტეტზე მხარი არ დაუჭირეს
- NGO-ები სამხრეთ კარიბჭის ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტის გამოძიებას ითხოვენ