NDI-ის კვლევა

ღარიბაშვილი NDI-ის კვლევაზე: ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო

სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრებმა გააკეთეს კომენტარი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ისმოდა უკვე მრავალი წელია, არა ამ ორგანიზაციის მიმართ, მე აქვე მინდა დავადასტურო ჩემი პატივისცემა ამ ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები რომლებიც წლების გამავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ფიზიკურად ახორციელებენ ამ კვლევებს პირდაპირ არიან დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე, რომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არა რის საინტერესო. მოსახლეობას აინტერესებს ის თუ რას პირდება მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობაზე. და რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა ეს არის არჩევნების დღე.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ.

კომენტარები