რუსთავი 2-ის საქმე

ნადირაშვილი რუსთავი 2-ზე: ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ცუდ საქმეში გაყო თავი

მე მგონი, აქ ყველა მოვიდა ერთი და იმავე მიზნით, რომ რუსთავი 2 დაიცვას, იმიტომ, რომ რუსთავი 2 არ არის არცერთი ხელისუფლების შექმნილი, ეს არის საზოგადოების მიერ შექმნილი ტელევიზია, რომელიც დგას სიტყვის თავისუფლების და ევროპული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე. ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს ზუსტად, რომ ცუდ საქმეში გაყო თავი და ამ ბრძოლას ის აუცილებლად წააგებს. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

კომენტარები