რუსთავი 2-ის საქმე

ურთმელიძე: დედაჩემი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად

მე მინდა, გითხრათ, ქალბატონი მდინარა გიორგობიანი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად. თავიდანვე დისტანცირებული ვიყავი ამ სამართლებრივი პროცედურებიდან, ეს ჩანს იქიდანაც, რომ ორი წელია, მიმდინარეობს პროცედურები. არ ჩართულა საქმეში არც ადვოკატი, არც რაიმე შემაჯერებელი გადაწყვეტილება არავის მოუთხოვია პროკურატურისგან. მე არ გახლავართ სისხლის სამართლის სპეციალისტი, მივიღე ინფორმაცია ადვოკატისგან, რომ საქმე იყო მსუბუქი კატეგორიის. სილაქაძის პერმანენტული შეურაცხყოფების ნიადაგზე მოხდა ქცევა და ეს პროცესი უახლოეს ხანებში უნდა დასრულებულიყო განრიდების ინსტიტუტის საშუალებით. შესაბამისად, არ მქონდა არანაირი საფუძველი ეჭვი შემეტანა ამაში. სიმართლე გითხრათ, დასრულებულიც მეგონა აღნიშნული საკითხი. საქმე გადაცემულია სასამართლოზე.

რუსთავი 2-ის ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლის აცილებაზე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა. მან პროცესზე დედამისთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

კომენტარები