აქცია ენმ-ის ოფისთან

ხიდაშელი: კვერცხს რომ გესვრიან, ეს დემოკრატიის ნაწილია და უნდა აიტანო

თუ ადამიანი არ გადადის სისხლის სამართლის ზღვარს ეს არის დემოკრატიის ნაწილი. ვიღაცას ხანდახან კვერცხი თავში მოხვდება. მეც მომხვედრია. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი მანამ, სანამ ადამიანი ზის სიტყვის თავისუფლების ფარგლებში. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კვერცხს რომ გესვრიან, ეს დემოკრატიის ნაწილია და უნდა აიტანო.

ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი რეგიონებში ენმ-ის ოფისების დარბევის ფაქტს.

კომენტარები