რუსთავი 2-ის საქმე

ბესელია გვარამიას განცხადებაზე: არავითარი ძალადობა არ იქნება.

არავითარი ძალადობა არ იქნება. ხელისუფლების მხრიდან მედიას თავისუფლების მხრივ, რა თქმა უნდა, არაფერი არ ემუქრება. მე არ მგონია, რომ ჩვენ შორის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს, რომ ოჯახის წევრები ახლობლები, ნათესავები მძევლად აიყვანოს ან ოჯახის წევრების მიმართ განხორციელდეს რაიმე ზეწოლა და მსგავსი დაუშვებელი მეთოდები იყოს გამოყენებული. ეს დრო დასრულდა. თუ ვინმე არის რეალური პერსონაჟი, რომელმაც რაიმე ტიპის უკანონობა განახორციელა გამოძიება უკვე დაწყებულია და ბატონი გვარფამია მოწმის სახით დაიკითხება და ის ვალდებული იქნება გამოძიებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია. ჟურნალისტებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება. მე ვფიქრობ რომ არ შეიძლება არანაირი ფორმის და მეთოდის გამოყენება არც სასამართლოზე ზეწოლის.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებატთ დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.

კომენტარები