რუსთავი 2-ის საქმე

თევზაძე: 2007-ში, ოპოზიცია აპირებდა სახელმწიფო გადატრიალებას, ახლა - მთავრობა

ორი სიტყვა მათთვის, ვინც 2007 წლის და დღევანდელ მოვლენებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს. აქვე დავამატებ, რომ მაშინაც წინააღმდეგი ვიყავი და ვარ იმ მეთოდის, რა მეთოდითაც დაიხურა იმედი, ამას ვამბობდი [მაშინვე ვთქვი] და ვამბობ. ასევე, არ მეპარება ეჭვი, რომ იმედის მაუწყებლობა მაშინ, 2007-ში, უნდა შეწყვეტილიყო. ახლა დაპირებული ორი სიტყვა: მაშინ, 2007-ში, ოპოზიცია აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას "იმედის" აქტიური გამოყენებით. დღეს მთავრობა აპირებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას რუსთავი 2-ის გამოყენებით. ვფიქრობ, საგულისხმო განსხვავებაა. მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში მიზანი - ნაცრისფერი და შეუმდგარი სახელმწიფოს აღდგენაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მაშინაც და ახლაც, სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორები, პრინციპში, ერთი და იგივე (ან ძალიან მსგავსი) ადამიანები არიან.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე რუსთავი 2-ზე.

კომენტარები