წამების კადრები

პრემიერი: გასაკვირია აქცენტი იმაზე, როგორ მოხდა ვიდეოების გავრცელება

ჩემთვის მართლა გასაკვირია, რომ ექსპერტები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქცენტებს აკეთებენ არა იმაზე, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში საქართველოში, არამედ იმაზე, თუ როგორ მოხდა ამ ვიდეოების გავრცელება და რატომ არ გაანადგურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მე მგონი, ამ ადამიანებს არც იმდენი ცოდნა აქვთ, რომ ასეთი მასალის განადგურება არავის არ შეუძლია. ეს მასალები დევს საქმეში და პროკურატურაში ინახება. ასევე მე ვიცი, რომ ასლები გადაცემული აქვთ დაცვის და ბრალდების მხარეებს.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წამების და სექსუალური ძალადობის შემცველი კადრების გავრცელების შესახებ.

კომენტარები