რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სასამართლო შენობამ მნიშვნელობა დაკარგა მოსამართლე ურთმელიძის გამო

უვიცი და კორუმპირებული ადამიანისგან სამართალს არ ველოდები, ცხადია. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას, რომელიც გადასულია სიბინძურეზე და, პრაქტიკულად, პორნოკრატია დაამყარა საქართველოში, დიდი დრო არ უწერია. მოსამართლე ურთმელიძე ამ ხელისუფლების ნაწილია. ვფიქრობ, რომ დიდი მნიშნელობა არ აქვს ჩემს იქ ყოფნას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დარღვევაა, როცა ერთ-ერთ მთავარ მოქმედ პირს პროცესსზე არ უშვებენ იმ მოტივით, რომ თურმე შოუს ელემენტები შემაქვს. ეს აბსურდია, ასეთი წინაპირობა არ შეიძლება განჩინებას ჰქონდეს. რაზე უნდა ვისაუბროთ. მგონია, რომ ამ სასამართლო შენობამ მნიშვნელობა დაკარგა მოსამართლე ურთმელიძის გამო. ვწუხვარ, იმიტომ, რომ აქ ძალიან ბევრი, კეთილსინდისიერი და უაღრესად კვალიფიციური ადამიანია - ზუსტად ისინი, ვისაც გვინდოდა, რომ ჩვენი საქმე განეხილათ. მოსამართლე ურთმელიძე ერთადერთია, რომელიც ხელისუფლებამ იპოვა ამ ბინძური სამუშაოს შესასრულებლად.

ამბობს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები