რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად, ხალხს ვუშვებთ რუსთავი 2-ის ეზოში

მინდა, გთხოვოთ, რომ გადავინაცვლოთ რუსთავი 2-ის ეზოში იმდენად, რამდენადაც მოსალოდნელია პროვოკაციები ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირების მხრიდან. ვთხოვ დაცვას, რომ გააღოს ჭიშკარი და ხალხი შეუშვას შიგნით. გაცნობებთ, რომ რამდენიმე საათში ვიქნები პროკურატურაში და მოურიდებლად დავასახელებ პირს, ვისი პირითაც შემომითვალეს მუქარა. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირები, რომლებიც ვითომ NGO სტრუქტურები არიან, აქ მოვლენ და გამოიწვევენ ადამიანებთან პროვოკაციულ ჩარევას და შემდგომ ამას ყველაფერს შემოყვება ძალოვანი სტრუქტურები. ამიტომ ვუშვებთ ხალხს შიგნით, ამის თავიდან ასარიდებლად.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები