რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია პრეზიდენტზე: ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოხელის განაცხადი

მინდა, მივესალმო ქვეყნისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან და ისტორიულ განაცხადს, რომელიც გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. ეს იყო ნამდვილი სახლმწიფო მოხელის განაცხადი. მე ვიზიარებ მის ამ პათოსს და მივესალმები საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენილ ერთადერთ სახელმწიფოზე მზრუნველ თანამდებობის პირს. 

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაზე. ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს მოუწოდა, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. მისივე შეფასებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ სიტუაცია უფრო დაძაბა.

კომენტარები