რუსთავი 2-ის საქმე

კახიშვილი: პრეზიდენტის განცხადება პირდაპირ ემსახურება სიტუაციის ესკალაციას

დღევანდელი მისი [პრეზიდენტის] განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას პრობლემები ექმნება, ამის საფუძვლები უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, როდესაც პრეზიდენტი აკეთებს მოწოდებას, რომ მოუწოდებს სასამართლოს, მოსამართლეს, არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ზეწოლა სასამართლოზე? მე მაინტერესებს, კონკრეტულად აქვს თუ არა უფლება პრეზიდენტს და, რა თქმა უნდა, არ აქვს არავის სასამართლოში ჩარევის... ესეთი აჟიოტაჟი, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებას ვიწყებ, ამას გარკვეული საფუძვლები უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მე არ ვფიქრობ, რომ საფუძვლები არსებობს.

კომენტარები