კახიშვილი: მაინტერესებს, სასამართლოში ჩარევის უფლება აქვს თუ არა პრეზიდენტს?

ძალიან დიდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მისი განცხადება პირდაპირ ემსახურებოდა სიტუაციის ესკალაციას. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ კონსტიტუციურ უსაფრთხოებას პრობლემები ექმნება, ამის საფუძველი უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ გამოიტანოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ზეწოლა სასამართლოზე სხვა რა არის. მაინტერესებს, სასამართლოში ჩარევის უფლება აქვს თუ არა პრეზიდენტს. პრეზიდენტმა შეიძლება, მოითხოვოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ როგორ შეიძლება, გადაწყვეტილება იყოს ხისტი და ნაჩქარევი, როდესაც უნდა იყოს დასაბუთებული. თუ არ იქნება დასაბუთებული, ამ შემთხვევაში, მხარეს გასაჩივრების უფლება აქვს. ასეთი აჟიოტაჟი, რომ ქვეყნის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, კონსტიტუციას საფრთხე ექმნება, ამას საფუძველი უნდა ჰქონდეს. არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში საფუძვლები არსებობს.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები