ციხის კადრები

კახიშვილი: ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ნებისმიერი კადრის განადგურების

მე ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი ნებისმიერი კადრის განადგურების, რომელიც ლახავდა ადამიანის უფლებას, იმიტომ, რომ ამ კადრებში იყო კონკრეტულად ადამიანის მიმართ შანტაჟი და მუქარა. როგორ შეიძლებოდა ამის განადგურება? რაც შეეხება ამ კადრებს, რომლებიც ახლა ვრცელდება, ეს არ იყო იმ ფაილებში, რომელზეც მსჯელობდა კომისია. ეს იყო ცალკე ამოღებული ფაილები, რომელზეც დაიწყო გამოძიება, რომელზეც მიეცა რამდენიმე პირი პასუხისგებაში და რომელიც ასევე ჰქონდა დაცვის მხარესაც და ბრალდების მხარესაც.

სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი წამების და სექსუალური ძალადობის შემცველ კადრებზე.

კომენტარები