რუსთავი 2-ის საქმე

გოგორიშვილი: ღარიბაშვილი დღეს ივანიშვილის მესიჯებს ახმოვანებდა

თუ მიაქციეთ ყურადღება, ირაკლი ღარიბაშვილი ამ განცხადებას კითხულობდა. არა მგონია, ღამე დამჯდარიყო და ეწვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირ მესიჯის გახმოვანება. ის მთელი პრემიერობის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მესიჯებს ახმოვანებს. დიახ, დღეს ბიძინა ივანიშვილი დაგვემუქრა ჩვენ, რუსთავი 2-ს, სრულიად საქართველოს, რომ თუ ყველა ჭკვიანად არ ვიქნებით, დაიწყება სამოქალაქო დაპირისპირება. ეს გააკეთა პრემიერმინისტრის პირით.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხათუნა გოგორიშვილი პრემიერმინისტრის დღევანდელ განცხადებებზე.

კომენტარები