რუსთავი 2-ის საქმე

ნადირაშვილი: დღეს რომ არ არის გადაწყვეტილება, საზოგადოების ზეწოლის შედეგია

ივანიშვილი არ არის ბოლომდე ნორმალური ადამიანი. ის არის ჩვეულებრივი მაფიოზი და ამიტომ რთულია, წინასწარ გათვალო, რა ნაბიჯი შეიძლება გადადგას მაფიოზმა, რომელიც ქვეყანას დაეპატრონა. ჩვენ, ცხადია, სხვადასხვა ვარიანტებს, სხვადასხვა ვერსიების ვიხილავთ, რა შეიძლება, თავში მოუვიდეს ასეთ აბსოლუტურად არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა რაღაცაზე ღიზიანდება, შემდეგ არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს. რა თქმა უნდა, ის, რომ მოსამართლე ურთმელიძე არის დაშანტაჟებული, გარკვეულია. ის კორუმპირებული ადამიანია და გარიგებაშია შესული ხელისუფლებასთან. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს, რომ მან დავალება არ შეასრულოს და რუსთავი 2 არ მიაკუთვნოს ქიბარ ხალვაშს. ეს ძნელად წარმომიდგენია. ველოდებოდით, რომ დღესვე იქნებოდა გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ მოვისმინეთ მოსამართლისგან, რომ მას რამდენიმე დღე კიდევ სჭირდება გადაწყვეტილების მისაღებად. ვთვლი, რომ ეს არის საზოგადოების ზეწოლის შედეგი. ის, რაც გუშინ გააკეთა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში, როდესაც საუბრის დეტალები მოყვა და თქვა, რომ "დადეთ ნებისმიერი კადრები, მე არ მეშინია და მე ვიბრძოლებ ბოლომდე", ეს იყო ძალიან დიდი შოკი და დარტყმა ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებას ვერ წარმოუდგენია, რომ ადამიანები ასე იმოქმედებენ და მე ვთვლი, რომ ამან გარკვეულწილად დაბნეულობა შეიტანა მათ რიგებში.

ენმ-ის წევრი ირმა ნადირაშვილი რუსთავი 2-ის საქმეზე.

კომენტარები