საქართველოს პრეზიდენტი

ჩერგოლეიშვილი: პრეზიდენტმა სწორად იგრძნო, საით მიდიოდა ქვეყანაში სიტუაცია

პრეზიდენტთან შეხვედრა იყო იმ განცხადების გაგრძელება, რაც დღეს დილით ჩვენ მოვისმინეთ. ეს იყო, პრეზიდენტის მოღვაწეობას თუ შევხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო, ადეკვატური და დროული განცხადება, რაც ქვეყნის მეთაურისგან მოგვისმენია. რაც მთავარია, იმიტომ რომ ვფიქრობ, მან სწორად იგრძნო, საით მიდიოდა რეალურად ქვეყანაში სიტუაცია, ვგულისხმობ 15-მდე ქალაქში ორგანიზებულ თავდასხმებს ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე. ჩვენ ბუნებრივია, იქ დავსვით კითხვა, ხედავდა თუ არა ამაში ხელისუფლების როლს პრეზიდენტი. მკაფიო პასუხები ამასთან დაკავშირებით ვერ მოვისმინეთ. კარგად ვიცით, რომ ხელისუფლების მიერ არის ორკესტრირებული, როდესაც თვითმმართველობის წარმომადგენლები პირადად მონაწილეობენ ამ თავდასხმებში. მთავარია, რომ პრეზიდენტი აცნობიერებს ამ საფრთხეს, რაც შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთხელაც ადგა და უპასუხა ამ ყველაფერს. გასაგებია, რომ პასუხისმგებლობით იქცევა, არ სცემს პასუხს, არ გადადის მუშტი-კრივში და ცდილობს კონსტრუქციულობის ფარგლებში დარჩეს მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა, მაგრამ ხალხია ისინიც, ნერვები აქვთ და ძალიან ადვილია, რომ სიტუაცია ხელიდან დაგისხლტეს. და ვწუხვარ, რომ ხელისუფლება აქამდე დაეცა. ჩვენ ამას დიდი ხანია ვუყურებთ, უბრალოდ, ამან ახლა მიიღო სხვანაირი ფორმა, გამომდინარე იქიდან, რაც დაინახა ხელისუფლებამ NDI-ის კვლევებში.

ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები