სპორტი

გოცირიძე: იმედზე გადავრთე, ამბობენ, ოქროყანაში ანგელოზები ფეხბურთს თამაშობენო

იმედზე გადავრთე ახლა. ამბობენ, ოქროყანაში წელიწადში ერთხელ ორი ანგელოზი ჩამოდის და ტყეში ფეხბურთს თამაშობენო. რაღაც სურთს აჩვენებს ბიჭი. სულები გადაუღია. მაგარია. აი, მეორე კაცი ყვება საკუთარ თავგადასავალს. 20 წელია თხრის საკუთარი სახლის სარდაფში მიწას. ხმები კარნახობენ, რომ ჯვარია დატყვევებული და უნდა გაანთავისუფლოს. ორმოც გვაჩვენეს. სერიოზული ნამუშევარია. ითხოვს არქეოლოგების დახმარებას. დაიღალა კაცი. ეკუთვნის. ახლა ვიღაცა 22 მგელთან შეხვედრის ისტორიას ყვება. სხვაგან გადავრთე. სუსტი გული მქონია. არ მეგონა. დაილოცოს ტელევიზიის მადლი. სწავლა სიბერემდეაო

 

ეკონომისტი რომან გოცირიძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები