საპარლამენტო უმრავლესობა

ჩაფიძე: პრეზიდენტს ვთხოვ რადიკალური განცხადებებისგან თავი შეიკავოს

მე არ ვეთანხმები პრეზიდენტის მოსაზრების იმ ნაწილს, სადაც ის ამბობს, რომ თითქოს პრემიერი უწყობს ხელს ვითარების ესკალაციას. მე, როგორც ამ გუნდის წევრი, ვთხოვ მას, რომ ასეთი რადიკალური განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავოს, რადგან პრემიერი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი და მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამოხატვა ნამდვილად არ მიმაჩნია სწორ ტონად, და ასევე სწორად არ მიმაჩნია სასამართლოსთვის მითითება, თუ როგორ და რა ვადებში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ რუსთავი 2-ის და ქიბარ ხალვაშის საქმე თავისი არსით არის ძალიან რთული საქმე პროცედურული თვალსაზრისით. ალბათ მოითხოვს მრავალი მოწმის დაკითხვას, მრავალი დოკუმენტის შესწავლას. აქ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას ისედაც არ უნდა ველოდოთ, შესაბამისად, ასეთი პირდაპირი და სწორხაზოვანი მოწოდება სასამართლოს მიმართ ნამდვილად გახლავთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოსვლა. ასეთ რამეს დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე პრეზიდენტის განცხადებებს აფასებს.

კომენტარები