წამების კადრები

ხუხაშვილი: პრემიერმა ფაქტობრივად, ლინჩის წესით ანგარიშსწორება დააანონსა

პრეზიდენტმა გააკეთა ერთადერთი სწორი განცხადება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი კონსტიტუციური მოვალეობაა პირდაპირ, რომ თუ იქმნება კონსტიტუციური სივრციდან გასვლის რისკი გარკვეულწილად, მან კონსტიტუციურ ფარგლებში ყველაფრის დაბრუნება უზრუნველყოს... რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური განცხადებები გაკეთდა პრემიერის მხრიდან, როდესაც ის აცხადებდა, რომ ეს ხალხი მარტო ხელისუფლებისგან კი არ მიიღებს პასუხს თურმე, აგრეთვე ხალხისგანაც. ფაქტობრივად, მან დააანონსა ხალხის მხრიდან თავისივე თანამოქალაქეების მიმართ გარკვეული ლინჩის წესით ანგარიშსწორება.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე.

კომენტარები