რუსთავი 2-ის საქმე

ივანიშვილი: კარგი იქნებოდა, რუსთავი 2-ის ნაცვლად, ენმ მეკრიტიკებინა ხშირად

მე კიდევ ერთხელ შევახსენებ ტელემაყურებელს, რომ დღეს ვერავინ დაასახელებს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიასაშუალებას, მთავრობა ვერც ერთ მედიას ვერ აკონტროლებს, ჩემი კრიტიკა, რა თქმა უნდა, ყოფილა რუსთავი ორის ჟურნალისტების მიმართ, ყოფილა თქვენ მიმართაც. როდესაც მე ვიყავი მთავრობაში, ჩვენ არ გვქონდა ჩვენი ტელევიზია, და მე მგონია, რომ დღესაც მთავრობას არ აქვს არავითარი ტელევიზია და მედიასაშუალება. ეს ასეა, რაც შეეხება კრიტიკას, შეიძლება უკეთესი იყო, მე არა რუსთავი ორი მეკრიტიკებინა, მას ყველაზე მეტი უწდევდა შეიძლება ჩემგან, რამეთუ ძალიან ხშირად რუსთავი ორიდან ისმის სწორედ დაუსაბუთებელი და არგუმენტებს მოკლებული ფაქტების გამჟღავნება. კარგი იქნებოდა, რუსთავი ორის მაგივრად, ნაციონალური მოძრაობა მეხსენებინა ხშირად. ენმ-ის მიერ არის აწყობილი, ენმ არის ამ ყველაფრის სათავაში. რა თქმა უნდა, რუსთავი ორი არ არის დამოუკიდებელი მედია, ის არის სააგიტაციო მანქანა ენმ-ის, მაგრამ მათ აქვთ უფლება. არავითარი პრობლემა არ არის, ღმერთმა მოახმაროს, მაგრამ თავისუფალი მედია სხვანაირად მეჩვენება მე, ამ შემთხვევაში, ეს არის მთლიანად დამოკიდებული რუსთავი ორის აგიტაციაზე, ამიტომ როდესაც რუსთავი ორს ვახსენებდი და ჟურნალისტებს, ალბათ სჯობდა, მეხსენებინა, რომ ნაციონალური მოძრაობის ქსელია აწყობილი. 

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები