ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: ენმ მაინც მოახერხებს ემოციების გადმოტანას ხალხში - ტაბულა აქვთ

როგორც არ უნდა გადაწყდეს რუსთავი 2-ზე დავა, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს, თავისი ემოციები საზოგადოებაში გამოიტანოს. მათ რიგი აქვთ გამოცემების - აქვთ ტაბულა. ტელევიზიის სიხშირეები შეუზღუდავია, თუ უნდათ, ხუთ ტელევიზიას გახსნიან, ფული უამრავი აქვთ, რაც დაიტაცეს ჩვენი ქვეყნიდან თავის დროზე და გაძარცვეს ხალხი, ფულის მარაგი აქვთ, მოლარე ჰყავთ, ტელევიზიის გახსნის პრობლემა მათ არ ექნებათ. პრინციპული არაა, სად წავა რუსთავი 2. პრინციპულია ჩემთვის, მთავრობამ არ დაიწყოს მედიასაშუალების კონტროლი.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები