ქართული ოცნების დაპირებები

ივანიშვილი: 2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე და ტყუილად არ გავიკეთე ნიშანი

2030 წელი ტყუილად არ ავირჩიე და ტყუილად არ გავიკეთე ნიშანი. 2030-სთვის შეიძლება, ახლოს იყოს ჩვენი ეკონომიკა ევროპულთან. 10-ჯერ ნაკლები ეკონომიკა გვაქვს უხეშად, ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული საერთო სასაქონლო პროდუქცია. ამიტომ, ჩვენ თუ სწორებას გავაკეთებთ დღეს, შვეციასთან ან შვეიცარიასთან და ამით ტრაგიკულ მდგომარეობას დავხატავთ, რა თქმა უნდა, ძალიან დავიბნევით ან მსგავს... ახლა ვიხსენებ, პრემიერად როდესაც მამტკიცებდნენ, უმცირესობასაც უნდა შევხვედროდი და იქ ჰყავთ ერთ-ერთი ინტელექტუალი, ბრჭყალებში, ღვინიაშვილი, და ასეთი შეკითხვა დამისვა - რა დახანით და სად გადახანით, სოფლის მეურნეობას რომ პირდებოდით მოსახლეობას, ამდენს დავხნავთ-დავთესავთ, აბა რა გააკეთეთო? წარმოიდგინეთ, როდის ხდება ეს, როდესაც პრემიერად მამტკიცებდნენ. ე.ი, ერთი თვის მერე არჩევნებისა მეკითხება, რომ სად არისო? მისივე თანაგუნდელებმა დასცინეს. დღესაც, ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობენ იგივეს, რომ გააღვივონ  - რატომ არ არის ჩვენთან შვეიცია ან შვეიცარია? ჩვენი რეალობიდან მაქსიმუმი კეთდება, რაც შეიძლებოდა და ეს პროცესი გრძელდება. რაც მთავარია, ყველაფერი სწორ კალაპოტებში ჩაჯდა. 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები