ქართული ოცნება

ივანიშვილი: მინდა, საქართველო გახდეს ჰაბი, სადაც კერძო საკუთრებას ვერ ეხებიან

ჩვენი რეალობიდან მაქსიმუმი კეთდება, რაც შეიძლებოდა და ეს პროცესი გრძელდება. რაც მთავარია, ყველაფერი სწორ კალაპოტებში ჩაჯდა. კერძო საკუთრებაა დაცული და ჩემი დიდი სურვილია და ყველაზე მეტ ენერგიას ამ მიმართულებით ვხარჯავ სწორედ, რომ საქართველო გახდეს რაღაც ჰაბი იმისა, რომ კერძო საკუთრებას, ხელის ფათურს ვერ ეხებიან. როგორ რეგიონში ვცხოვრობთ ახლა, მე არ მინდა სხვა სახელმწიფოს გადავწვდე ახლა, მაგრამ ეს უნიკალობა თუ მივაღწიეთ და მივიღეთ ჩვენ, რომ კერძო საკუთრებაა დაცული, არავინ არ არის ფავორიტი ბიზნესში, ყველა საჯარო მოხელის ვალდებულებაა, ლობირება გაუწიოს ნებისმიერი სახის ბიზნესს და ჯიბეში კი არ ჩაუძვრეს, მხოლოდ ლობირება გაუწიოს და განსაკუთრებით, ბაზების მოპოვებაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ესე შემდგომ, სწორი საფუძველი დაფუძნდა იმისა, რის ხარჯზეც განვითარებული ევროპა აშენდა და ამერიკამაც წარმატებას მიაღწია. აი, ასეთი ეკონომიკური კანონები დაფუძნდა.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები