ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან

ივანიშვილი: პანორამა ძალიან დიდ შარმს შემატებს თბილისს

რასაც ვაკეთებ, ყველაფერს ვაკეთებ საერთოს და საზოგადოებისთვის. არავითარი პირადული არ მაქვს. გნებავთ თანაინვესტირების დაფუძნება - უამრავი ძვრები მოიტანა ეკონომიკის განვითარებაში. ნახეთ, პანორამა და სასტუმროების მშენებლობა. ყველაფერი კეთდება მხოლოდ იმისთვის, რომ საერთო საქმეს არგოს. ვისაც აქვს ილუზია, რომ მე სასტუმროთი ფულის გაკეთება მინდა... რამდენი ექსკლუზივია. ურეკში სასტუმრო მთავრდება ზღვაში შეჭრილი აუზით. ყველა ექსკლუზივი ჩემი პირადი ხარჯით კეთდება, რამეთუ ის ფული არასდროს არ დაბრუნდება, მაგრამ ძალიან დიდ შარმს მისცემს შავი ზღვის სანაპიროს, ისევე, როგორც პანორამა ძალიან დიდ შარმს შემატებს თბილისს. არქიტექტურის ყველა ნორმა დაცულია. დამპატიჟეთ ჟურნალისტებმა და პასუხს ვაგებ - არც ერთი ჩემი ქმედება საქართველოში არ არის პირადული. ყველაფერს რასაც ვაკეთებ, არის საერთო და საზოგადოების ინტერესებისთვის. ამას საზოგადოება აფასებს

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები