წამების კადრები

ივანიშვილი: კადრების გავრცელებისთვის ჩვენი საუკეთესო წევრი არ დავზოგეთ

რაც შეხება კითხვას, რომ ასეთი კადრები გამოქვეყნდა, მე არც ერთი არ მინახავს სხვათაშორის, არც ადრე, არც დღეს, მაგრამ ვიცი ხალხის რეაქციიდან გამომდინარე, რამდენად მწვავე კადრები გამოქვეყნდა და დაიდო, სადაც დაიდო. ჩემი დამოკიდებულებაა მარტივი - გახსოვთ, როდესაც ხვედელიძე, რომელიც რეალურად ჩვენი შტაბის უფროსი იყო და ჩემთან ძალიან ახლოს იყო, იყო მინისტრის პირველი მოადგილე, მან გამოაქვეყნა, ყოველ შემთხვევაში, ასე დაადგინა გამოძიებამ თავის დროზე, რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ იყო გადაღებული, რა თქმა უნდა. და ნახეთ ჩემი რეაქცია - მე ვიყავი პრემიერმინისტრი მაშინ. როგორ დაუზოგავად, როგორ მოვექეცით გუნდის წევრს, განსხვავებით ნაციონალური მოძრაობისგან. ის ერთი გუნდია, თავის თავი შეინარჩუნონ მხოლოდ - ეს არის მათი იდეოლოგია. ნახეთ, როგორი თამაშის წესები დავაწესეთ, როდესაც მოვედით მთავრობაში. - ჩვენი გუნდია მთელი ჩვენი საზოგადოება, ჩვენ უნდა ვემსახუროთ მთელ ხალხს და არა ერთ გუნდს და ერთ მუშტს. და ამისთვის, საუკეთესო წევრი არ დავზოგეთ ჩვენ. დღესაც ასევე მოხდება, თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა ამაში მიიღო მონაწილეობა, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური. გავრცელება მაქვს მხედველობაში... და დღეს, ენმ-ის მცდელობით, ამ სიცრუის მანქანის მცდელობით ძირითადი აქცენტი მიდის იმაზე, რომ ყველაზე დიდი დანაშაულია წამების კადრების გავრცელება და არა ის, რაც შიგთავსია. რა თქმა უნდა, კატასტროფა იყო, რაც ხდებოდა მაგ დროს. ჯერ, რომ მოვითვალეთ, ას მილიონ დოლარზე მეტია ხარჯები იმ კადრების გადასაღებად, ჯგუფი იყო შექმნილი, ამ ფულს ჩვენგან იღებდნენ და პირადი ცხოვრების კადრებს იღებდნენ, რა რაოდენობის იყო ეს კადრები... ეს ხალხი ამას აკეთებდა წლების განმავლობაში, ის საშინელი წამებები, რაც ჩვენ ვნახეთ, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედის ეთერში.

კომენტარები