ბობოყვათის რეზიდენცია

ივანიშვილი: მარგველაშვილმა ბობოყვათის აგარაკი მოისურვა და არ გეკუთვნის მეთქი

ერთ-ერთი კამათის საგანი რაც იყო ჩვენი [საუბარია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე], სანამ დავშორდებოდით, და სანამ ჩემი მოთხოვნით ვუთხარი, მეტი აღარ დარეკო მეთქი და დავემშვიდობე, იყო ბობოყვათის აგარაკი. მოისურვა ბობოყვათის აგარაკი. მე ვეუბნები, როგორ უნდა იკადრო მეთქი, როგორ შეიძლება ეს...  - რა ვქნა ბიძინაო - მეუბნება. - ექვსი რეზიდენცია ჩავაბარეო - აღშფოთებული მეუბნება. მე ვუთხარი, ჯერ ერთი, შენ არ ჩაგიბარებია მეთქი, მერე, ბაბუაშენს არ დაუტოვებია შენთვის ეგ რეზიდენციები, არავითარი აგარაკი არ გეკუთვნის და არც არავინ არ მოგცემს მეთქი.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია იმედში. აღსანიშნავია, რომ ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია ცოტა ხნის წინ საპატრიარქოს გადასცეს.

კომენტარები