რუსთავი 2-ის საქმე

უსუფაშვილი: პრეზიდენტს თუ შევხვდები ვეტყვი, რომ საგანგაშო სურათი არ გვაქვს

პრეზიდენტს არაერთხელ შევხვედრილვარ, კიდევ არაერთხელ მომიწევს შეხვედრა. მასთან საქმიანი ურთიერთობა, ეს არის აუცილებელი მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკითხებზე შეიძლება გვქონდეს განსხვავებული პოზიცია. არ მგონია, რომ კონკრეტული პრობლემების ხარისხი და სიღრმე არის იმ ზომის და დონის, რომ ის საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის კონსტიტუციურ წესრიგს ან სერიოზული საგანგებო ვითარება არსებობდეს. ამაზე მედიით საუბარს ჯობია პირისპირ საუბარი. მე თუ მოვახერხებ ამ დღეებში სანამ ქუთაისში წავალ პრეზიდენტთან საუბარს, მექნება საუბარი, რომ ცალკეული პრობლემები არის ბევრი მიმართულებით, მაგრამ ამ პრობლემების ერთობლიობა არ ქმნის ისეთ საგანგაშო სურათს რასაც პრეზიდენტი ხედავს, თუმცა მე მასაც მოვუსმენ, შეიძლება რამე სხვა არგუმენტები აქვს.

აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით.

კომენტარები