ციხის კადრები

კილაძე: კადრები რომ ბოლომდე ეჩვენებინათ, ცხადი გახდებოდა, რომ ის დადგმული იყო

როდესაც ლიტველი ექსპერტი ჩამოვიდა და თქვა, რომ თეორიულად შეუძლებელია ცოცხით ადამიანის გაუპატიურება, ჩვენ მაშინ ეს არავინ დავიჯერეთ, რეალურად კი ამისი შანსი არის მინიმალური. მაგრამ ჩვენ გავხდით ბედუკაძის ამ სტუდიის მსხვერპლი, იმიტომ, რო შემდგომი კადრები, რომლებიც სრულად არ იქნა ნაჩვენები, ეს ავანტიურა, იმიტომ, რომ ცოცხი ლამის გახდა 2012 წლის არჩევნების სიმბოლო და არავის არ უფიქრია იმაზე, უფრო გონიერად მოვკიდებოდით ამ მასალას. საბოლოო ჯამში თუ ბოლომდე ნახავს მაყურებელი, ამ ვიდეოკადრებიდან ირკვევა, რომ ეს ცოცხების კადრები არის დადგმული. ეს არიან ფსიქიკურად დაავადებული პატიმრები და შემდგომ კადრებში ჩანს, რომ პირი, რომელსაც ეუბნებიან, რომ ცოცხი აქვს და ქურდია და ა.შ., რეალურად გახლავთ ფსიქიურად დაავადებული პიროვნება. შემდგომ კადრებში ჩანს, როგორ გაჰყავთ ის სხვა საკანში, როგორ მიდის მისი დაცინვა მათ შორის პატიმრების და მათ შორის ციხის თანამშრომლების მხრიდან. ნაწამები ის არ არის, ეს რეალურად ჩანს კადრებში და არც ცოცხით არ არის გაუპატიურებული. მაყურებელს იმ აფექტურ მდგომარეობაში, 2012 წელს აჩვენეს ცოცხების კადრების ერთი ფრაგმენტი და პატარა ფრაგმენტი, რომელმაც ლამის ჭკუიდან გადაიყვანა მთელი საქართველო და თუ ეს კადრები იქნებოდა ბოლომდე ნაჩვენები, უკვე ცხადი გახდებოდა, რომ ეს კადრები არის დადგმული, ეს არის ფსიქიკურად დაავადებული პატიმრის დაცინვა.

ჟურნალისტი ელისო კილაძე განსხვავებული აქცენტების ეთერში ციხის კადრებზე საუბრისას

კომენტარები