საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

უსუფაშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ დაძაბულობის მოხსნას და არა რაიმეს ესკალაციას

გუშინდელ შეხვედრაში რაიმე საგანგაშო და საგანგებო არ ყოფილა. ჩვენ ხშირად ვხვდებით და ვიმეორებ, კვლავაც შევხვდებით. მე მაშინვე განვაცხადე, ბატონ პრეზიდენტსაც ვუთხარი და თქვენც გეუბნებით, რომ მე ვერ ვხედავ საქართველოში საგანგებო მდგომარეობას, ვერ ვხედავ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის რაიმე საფრთხეებს. მე ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა საჯარო მოხელემ, ყველა ადამიანმა, ვინც მედიის მეშვეობით საზოგადოებასთან ვართ კომუნიკაციაში, ხელი შევუწყოთ ვითარების განმუხტვას, სამოქალაქო თანხმობას, დაძაბულობის მოხსნას და არა პირიქით, რაიმეს ესკალაციას. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს, ეს როგორმე გადავიყვანოთ რაღაცა არგუმენტების კონკურენციის და არა პიროვნული მტრობის რეჟიმში. ეს არის ჩვენი საერთო ამოცანა და პრეზიდენტთანაც ამაზე გვქონდა საუბარი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გუშინდელ შეხვედრაზე.

კომენტარები