მეჭიაური სტალინზე: ყველა ქართველს მივესალმები, რომელმაც წარმატებას მიაღწია

სტალინი, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი უდიდესი პიროვნება ყველა დროის მსოფლიოში, რომელსაც აქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევები. რომელსაც აქვს ასევე ბევრი კითხვის ნიშნების შემცველი ქმედებები. დავუშვათ, რა ჯობდა - ტროცკის გაემარჯვა მასზე და მისთვის ჩაებარებინა მთელი ეს სამყარო თუ მას გაემარჯვა. მე, როგორც ქართველს, რომელმაც შეძლო ამხელა წარმატებების მიღწევა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, მე ყველა ქართველს მივესალმები. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებაზე. თოფაძემ მაესტროს ეთერში თქვა, რომ "მალე, ყველა კაბინეტში სტალინის სურათი დაიკიდება, ის გენიალური პიროვნება იყო".
მოკლე ბმული: