საქართველოს პარლამენტი

კობახიძე: ენმ-ს სურს, ქვეყანაში იყოს დაპირისპირება

ქვეყანაში ხელისუფლება ნამდვილად უზრუნველყოფს სტაბილურობას და არაფერი ემუქრება სამოქალაქო წესრიგს. საზოგადოდ არის სიმშვიდე, თუ არ გავითვალისწინებთ ნაციონალური მოძრაობის სურვილებსა და მოწადინებას, რომ ქვეყანაში იყოს დაპირისპირება, ეს მათ სურთ... თუ ვინმე გეგმავს, ვინმე ამზადებს, ვინმე ფიქრობს სახელმწიფო კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ დანაშაულს და ამის შესახებ აქვს ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს, ბუნებრივია, ეს არის ცალკე საკითხი. ეს არის დანაშაული, რომელიც უნდა იყოს გამოძიებული. 

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

კომენტარები