რუსთავი 2-ის საქმე

კობახიძე რუსთავი 2-ზე: თოფაძეს ვთხოვ, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს

მე ვთხოვდი ჩემს კოლეგას, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანს, ბატონ გოგი თოფაძეს, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეეკავებინა იმიტომ, რომ ნამდვილად, ხელისუფლება და უმრავლესობა არ წყვეტს, რომელი კომპანია იქნება ქვეყანაში, რომელი ტელევიზია ვის ხელში იქნება, ვის საკუთრებაში იქნება, როგორი იქნება მათი სარედაქციო პოლიტიკა. ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ ამაში არ ვერევით. ცუდი იყო, როცა ამაში ყოფილი ხელისუფლება ერეოდა, ამიტომაც გავისტუმრეთ ის ხელისუფლება, სადაც გავისტუმრეთ. ასე რომ, დღეს თავისუფალ მედიას ნამდვილად არაფერი ემუქრება და თუ ემოციურ განცხადებებს აკეთებენ ჩვენი კოლეგები, სჯობს, რომ ამისგან თავი შეიკავონ.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გოგი თოფაძის განცხადებაზე, რომ "ხვალ რუსთავი 2 აღარ იქნება".

კომენტარები