ენმ: უსუფაშვილის შეფასება ნიშნავს, რომ სუს-ის გამოძიება არასერიოზული პროცესია

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღძრული საქმე სახელმწიფოს გადატრიალების შესახებ საერთოდ სერიოზული პროცესი არ არის. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთმნიშვნელოვნად, რომ ეს იყო პოლიტიკური პროცესი. მეორეს მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ საერთოდ არ შეაფასა მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც ამ დღეებში გამოიკვეთა. ეს არის პრემიერმინისტრის მხრიდან პირდაპირი მოწოდება ძალადობაზე. ეს იმ ფონზე, როდესაც ხდება ერთდროულად ქვეყნის 10 რეგიონში თავდასხმა მთავარ ოპოზიციურ ძალაზე - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისებზე სხვადასხვა რეგიონებში.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებაზე. უსუფაშვილმა ბიუროს გუშინდელ სხდომაზე თქვა, რომ თუ სახელმწიფო გადატრიალებისა და შეთქმულების მცდელობაზე გამოძიება მხოლოდ wikileaks.center-ზე გამოქვეყნებული მასალის გამო დაიწყო, "დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთი გამოძიება დაიწყო ასეთ დოკუმენტზე".

კომენტარები