ტელეკომპანია იმედი

ივანიშვილი: გრიგოლია გაღიზიანებულია, რომ მე იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში

[იმედზე პოლიტიკური ტოქშოუების დახურვა] ხელოვნურად გაზვიადებულია. ინგა გრიგოლიას, მე წავიკითხე, სურს, რომ ეს ყველაფერი მე მომაწეროს, თითქოს მე მას ვებრძვი. რა თქმა უნდა, ამაში არაფერი ობიექტური არაა. გარდა იმისა, რომ მე მართლაც, თავის დროზე, შეიძლება, ინგა გრიგოლიას კარიერულ ზრდაზე მოვახდინე გავლენა და ის გარკვეულად გაღიზიანებულია. როცა ინგა გრიგოლია იყო ერთ-ერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის, თარგამაძეთან ერთად... ინგა გრიგოლიას განაღდებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი და ადგილი პარლამენტში და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ მისთვის, ჩემი აზრით, საბედნიეროდ, მთელი საზოგადოებისთვის და ისიც ამ საზოგადოების წევრია, ჩემი მოსვლით პრინციპულად შეიცვალა სიტუაცია საქართველოში და, პირველ რიგში, ადამიანის უფლებებში. და ამ შემთხვევაში, ალბათ ინგა გრიგოლიას აქვს გაღიზიანება, რომ მე ის პრინციპში იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში, იმ ფორმით, რომ ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ ერთი პროცენტიც ვერ აიღო და მისთვის აღარ ეცალა ნაციონალურ მოძრაობას და ვერცერთი ადგილი ვერ აიღო პარლამენტში და, შესაბამისად, ინგა გრიგოლიაც ვერ მოხვდა პარლამენტში.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იმედზე პოლიტიკური გადაცემების დახურვაზე.

კომენტარები