ევროპის სახალხო პარტია

კანდელაკი მთავრობას: შეწყვიტეთ დიპლომატიური სამსახურის ბოროტად გამოყენება

ეს არის ძალიან თვალსაჩინო და ტრაგიკული მაგალითი იმისა, როგორ ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ დააგზავნონ ყალბი დოკუმენტები საქართველოს პარტნიორების მისამართით, შეცდომაში შეიყვანონ ისინი. მაგალითისთვის გამოდგება პრემიერმინისტრის ყალბი განცხადება, რომელიც არსად არ გამოქვეყნებულა. საქართველოში, შიდა აუდიტორიაში გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაშიც. ხოლო მარტო იმეილის საშუალებით დაუგზავნეს სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში არ არსებული განცხადება, რომლის შინაარსიც შეიძლება შევაჯამოთ ასე, რომ - შემოევლოს ნაციონალურ მოძრაობას ჩემი თავი - რაც არის უბრალოდ სიცრუე და შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ყველაზე უფრო საგანგაშო ამ დოკუმენტების ჩამონათვალში არის გუშინ, ბრიუსელში, ევროკავშირში საქართველოს მისიის მიერ გავრცელებული ქართული ოცნების პარტიული განცხადება, რომელსაც მაგალითად, ბატონი ვოლსკი აწერს ხელს. ეს განცხადება შეურაცხყოფას აყენებს ევროპის სახალხო პარტიას, ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მაგალითად. და ჭკუას ასწავლის, სრულიად წარმოუდგენელი ენით, ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ ოჯახს. ეს არის, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხყოფა ჩვენს დიპლომატიაში დასაქმებული პატრიოტი ადამიანებისა, კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელეებისა. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტონ პარტიული მიზნებისთვის და საქართველოს საზიანოდ, რაც მთავარია, საქართველოს ევროპული მომავლის საზიანოდ, დიპლომატიური სამსახურის ბოროტად გამოყენებას.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ევროპის სახალხო პარტიისთვის გაგზავნილ წერილზე.

კომენტარები