რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: ერთადერთი უწყება, რომელსაც ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, საკონსტიტუციოა

ჩვენ დღეს მოვუწოდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ არ მისცეს ამ ადამიანს [მოსამართლე ურთმელიძეს] ქვეყანაში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დანგრევის შესაძლებლობა. როგორი გადაწყვეტილებაც უნდა, ისეთი გამოიტანოს. არ არსებობს ქვეყანაზე მეორე ურთმელიძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებს და დატოვებს ძალაში, კერძოდ, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში. ჩვენ არ გვეშინია იმ გადაწყვეტილების, რომელსაც ურთმელიძე გამოიტანს, მაგრამ შესაძლებელია, მან გამოიტანოს ამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების განჩინება. ჩვენ სწორედ ეს ნორმა გვაქვს გასაჩივრებული და ერთადერთი უწყება, რომელსაც შეუძლია დღეს ქვეყნის გადარჩენა, დემოკრატიის გადარჩენა და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილება, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო.

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები