ლეჟავა: Doing Business-ის მეთოდოლოგიის ცვლილება დიდი ხნის დაანონსებული იყო

მსოფლიო ბანკმა მოგვიყვა, რატომ მოხდა ეს - ჩვენ ვაფასებთ რაც მოხდა, კარგია, ცუდია თუ საერთოდ არაფერი მოხდა. მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ მეთოდოლოგია შეიცვალა. მეთოდოლოგია იცვლებოდა ყოველთვის. მსოფლიო ბანკი ხვეწავს ყოველთვის, უმატებს გარკვეულ ასპექტებს, ზოგიერთ ასპექტს უფრო დეტალურს ხდის, სხვანაირად აფასებს ამ ასპექტების ქულებს. ეს ხდება სულ, რაც 2004 წელს პირველად დაინერგა რეიტინგი. მიუხედავად ამისა, საქართველო, პატარა გადახრების მიუხედავად წინსვლას ახერხებდა. 112-ე ადგილზე უარეს შემთხვევაში - მერვე ადგილზე საუკეთესო შემთხვევაში. თუ ამ სპორტში მონაწილეობ, უნდა ითამაშო იმ წესებით, რომელსაც გიდგენენ. იმ შედეგით ფასდება ის შეჯიბრი და არა წინა ჩემპიონატის წესებით. ეს მეთოდოლოგიური ცვლილებები ციდან კი არ ჩამოვარდა, მოხსენება რომ გამოქვეყნდა მერე კი არ გავიგეთ, ეს დიდი ხნის დაანონსებული იყო და მსოფლიო ბანკი ამბობდა, რომ ამა და ამ საკითხებს მე შევაფასებ ასე, ძვირფასო ქვეყნებო, შეხედეთ თქვენ რეგულაციებს, თქვენ კანონმდებლობას, თქვენ პრაქტიკას აი ამ სახით. ამ თვალსაზრისით საქართველოს არაფერი გაუკეთებია. შესაბამისად, მისი ადგილი გადათამაშდა 24-ეზე

ეკონომისტი ვახტანგ ლეჟავა გადაცემაში თეორემა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები