გვარამია: ჩანაწერებში საუბარი არაა იმაზე, რომ რუსთავი 2-მა უნდა დაგეგმოს სროლა

ამ ჩანაწერებში მე ვარ მსმენელი, ერთი, და რაც მოვისმინე, იმას კიდევ ერთხელ მოვუყვები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს. მეორე, თუ კარგად მოუსმინეთ ამ ჩანაწერებს და იმედი მაქვს, კარგად მოუსმინეთ, იქ საუბარი არაა იმაზე, რომ რუსთავი 2-მა უნდა დაგეგმოს ვინმესთვის სროლა ან სახელმწიფო უწყებებში შესვლა. სახელმწიფო გადატრიალებას ვერ მოაწყობს ადამიანი რუსთავი 2-ის შენობაში, ხო? ეს არ არის სახელმწიფო დაწესებულება. სახელმწიფო გადატრიალებისთვის საჭიროა, რომ შეიჭრა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში, აიღო ხელისუფლება და ასე შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი მიზიარებს თავის დამოკიდებულებას და ეს პირველად არ მომხდარა, რომ ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება არის წამომსვლელი უკიდურეს ნაბიჯებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაპროტესტებთ სიტყვის თავისუფლებას, ის ეჭვობს, რომ შეიძლება ხელისუფლებამ გამოიყენოს ძალა, მათ შორის ჩვენ წინააღმდეგ. ნუ, მე ამას არ ვიზიარებდი მაშინ, მაინცდამაინც არც ეხლა არ ვიზიარებ, თუმცა ისე იქცევა ხელისუფლება ბოლო დღეების განმავლობაში, რომ საეჭვო გახდა ნამდვილად ჩემი ეს რწმენა. 

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დაკითხვაზე შესვლამდე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები