შუალედური არჩევნები 2015

ხიდაშელი: ინაშვილს სპეცუბნის შედეგების გათვალისწინების გარეშეც ვუგებ


მთავარი პრეტენზია, რაც გუშინ მოვისმინეთ ქალბატონი ირმა ინაშვილის მხრიდან, ეხებოდა უჯარმის საარჩევნო ოლქს, რომელზეც დაითვალა მუხროვანის სამხედრო ბაზიდან წამოღებული ბიულეტენები. ირმა ინაშვილის შტაბის წარმომადგენლები სავარაუდოდ აპირებენ ამ უბანზე საჩივრის დაწერას, ეს მათი უფლებაა, თუმცა, მინდა, განვაცხადო, რომ უჯარმის შედეგების გათვალისწინების გარეშეც, სპეცუბნის შედეგების გათვალისწინების გარეშეც, მე ვუგებ ქალბატონ ირმა ინაშვილს.

საგრეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში იმარჯვებს, კონკურენტ ირმა ინაშვილის პრეტენზიებს ბრიფინგზე გამოეხმაურა. სპეცუბნის შედეგების დათვლამდე, ორ კანდიდატს შორის ხმათა სხვაობა, ხიდაშელის სასარგებლოდ, მხოლოდ 87 ხმა იყო.

კომენტარები