ფარული ჩანაწერები

წულუკიანი: პოროშენკომ სააკაშვილის აუდიოჩანაწერებზე უნდა გააკეთოს რეაგირება

მისი [მიხეილ საააკშვილის] მიდგომა არის ძალადობისკენ, მისი მიდგომა არის იქითკენ, რომ ოღონდაც კი გაზარდონ შანსები ხელისუფლებაში დაბრუნების. ნაციონალური მოძრაობა მისი ხელმძღვანელობით მზადაც არის და არ მოერიდება, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში სისხლის ღვრას და, რა თქმა უნდა, ამაზე უკრაინის პრეზიდენტმა და ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს რეაგირება. რა იქნება რეაგირება, ამის მრჩევლად ჩვენ ვერ გამოვდგებით, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, რა თქმა უნდა, აქ ვერ მოხდება დესტაბილაზიცია და, რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს განვითარებას და მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლის ხელისუფლებას, ხელისუფლებებს და ასე იქნება მომავალში მუდამ.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილზე. წერილში ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, რომლებიც უკრაინულ საიტზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კომენტარები