რუსული ოკუპაცია

ზაქარეიშვილი: გამოვრიცხეთ დევნილების გამრავლება და ახალი სოფლების დაკარგვა

გამოვრიცხეთ ისეთი საშინელი გამოწვევები, რაც იყო ადამიანების დაღუპვა საომარ მოქმედებებში, ესკალაცია, დაძაბულობის შექმნა, რაც იწვევდა იმას, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლებოდა ყოფილიყო საომარ მოქმედებაში გადაზრდა, გამოვრიცხეთ დევნილების გამრავლება, არცერთი ახალი დევნილი არ გვყავს, არცერთი დაღუპული საომარ მოქმედებებში, გამოირიცხა ახალი სოფლების და ქალაქების დაკარგვა, ანუ პრაქტიკულად 3 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ მოახდინა ის, რაც ვერ მოახერხა, სამწუხაროდ, ეს მათი პრობლემა არ არის მარტო, წინა ხელისუფლებებმა, არამარტო ერთმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პაატა ზაქარეიშვილს პარლამენტის კომიტეტზე უსმენენ.

კომენტარები