ფარული ჩანაწერები

ზაქარეიშვილი: უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს სააკაშვილზე კომენტარის გაკეთება

მე [პრემიერის] მიმართვა არ წამიკითხავს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პირველად არ ხდება, როცა უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა, ვინმე ბატონი სააკაშვილი ძალიან უხეშად ერევა საქართველოს საქმეებში. არ ჩანს, ეს მისი პოზიციაა თუ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია. არ ყოფილა არც ერთხელ ან მისი ამ პოზიციის გაძლიერება ან უარყოფა, რომ ეს მისი კერძო აზრია. მე ეს მაინტერესებს გულახდილად გითხრათ, რომ რას ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი იმაზე, რომ მისი პოლიტიკოსი როგორ ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში, ამ შემთხვევაში საქართველოს საქმეებში. მე მგონია, რომ უკვე ბატონი სააკაშვილის მოქმედებები ყველა საზღვარს სცილდება, აბსოლუტურად ყველა გონივრულ, მორალურ საზღვარს. და მე მგონი, რომ უკრაინის ხელისუფლებას მოუწევს რაღაც კომენტარის გაკეთება თუ როგორ აფასებენ ისინი თავიანთი პოლიტიკოსის ქცევებს. მე მაინც მინდა, რომ ეს გადაწყვეტილება დავუტოვო უკრაინის ხელისუფლებას, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ისინი რას იტყვიან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გაგზავნილ წერილზე. წერილში ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს მოუწოდებს, დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერებით, რომლებიც უკრაინულ საიტზე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

კომენტარები