ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

მინდიაშვილი: ე.წ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა იესო ქრისტეს დაბრალდა

გამოხატვის თავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში ქრისტიანობაში თავად იესო ქრისტეა, რომელიც შეეწირა კიდეც იმას, რომ მას დაბრალდა მკრეხელობა, ღვთის გმობა და თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სხვა არაფერია თუ არა, შუა საუკუნეების გაგების ახალი დროის ენით გადმოცემა, რაც გულისხმობდა მკრეხელობის ან უხამსობის დასჯას. შესაბამისად, თავად ევროპული კანონმდებლობა გარკვეულწილად, როდესაც ის ამა თუ იმ ფორმით ზღუდავს ამ რელიგიურ გრძნობებს (პირობითად, თორემ ცოტა გაუგებარია, რას ნიშნავს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, ინტერპრეტაცია სჭირდება სერიოზული), ჩემი აზრით, გარკვეული თვალსაზრისით სცილდება ადამიანის ღირსების იმ გაგებას, რომელზეც დგას თავად დასავლური ცილიზაცია, ქრისტიანული, ევროპული ცივილიზაცია - ეს არის ადამიანის თავისუფლება.

 

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები