ე.წ. თვითმკვლელი ღვთისმშობელი

ცოფურაშვილი: უკლებამ კი არ მოკლა, გააცოცხლა ღვთისმშობელი, დავფიქრდით მასზე

ძალიან საინტერესოა, რომ მან [მხატვარმა ლია უკლებამ] კი არ მოკლა ღვთისმშობელი, მან გააცოცხლა ღვთისმშობელი დღევანდელ ქართულ რეალობაში, 21-ე საუკუნის ქართულ რეალობაში იმიტომ, რომ ამ დისკუსიის საგნად აქცია ეს ტრადიციული ხატება, რომელიც ჩვენს კულტურაში არის ასე გამჯდარი. ჩვენ, რადგან წავაწყდით ამ ტრადიციულ იკონიკას ძალიან უცნაური რაკურსით, დავფიქრდით მასზე და დავფიქრდით ღვთისმშობლის არსზე, იმ მოცემულობაზე, რომელშიც ვართ, შესაბამისად, ის იდოელოგიური მოცემულობაც გადავიაზრეთ, რომელშიც ვიმყოფებით და მე მგონი, ამ იდეოლოგიის გადააზრება აშინებს საპატრიარქოს და ამაზეც არის მათი რეაქცია.

ფილოსოფოსი თათა ხოფურაშვილი მხატვარ ლია უკლებას ნახატთან (ე.წ თვითმკვლელი ღვთისმშობელი) დაკავშირებით პატრიარქის განცხადებაზე, ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები