რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სამართლიანი მართლმსაჯულება ერთი ზონდერ მოსამართლის ხელით დასრულდა

კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება ძალიან მალე სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლო სისტემისთვის იმდენად, რამდენადაც შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება მინიმალურ სტანდარტზეც კი, თავის მოკატუნებაც კი შეუძლებელია, ისეთი უსაფუძვლო საქმეა. კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება, როგორც უკვე გითხარით, არ ცვლის არაფერს, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთი, უკვე ძალიან მყარი და არა სპეკულაციური, არამედ ფაქტობრივი მტკიცებულება გვაქვს იმისი, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია, სამართლიანი მართლმსაჯულება სასამართლოში ერთი ზონდერ მოსამართლის ხელით დასრულდა და რუსთავი 2 დატოვა სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის გარეშე. ჩვენ ამ უფლების რეალიზაცია ვერ მოვახერხეთ.

რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე.

კომენტარები