ფარული ჩანაწერები

პრემიერი: კანონზე მაღლა ვერ იდგება ვერც "ქინძი" და ვერც ნებისმიერი მოქალაქე

ჩვენ მოვისმინეთ კომენტარები იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელდა აუდიოჩანაწერები ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად გუბერნატორის, ოდესის გუბერნატორის ჩანაწერები, რომელიც საკუთარ თავს ქინძს ეძახის. ჩემთვის ეს სასაცილოა უბრალოდ. ჩვენ ქინძის განცხადებებზე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ სერიოზულ კომენტარს, მაგრამ მე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ დღეს სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე იყო სამი წლის წინ, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს დემოკრატიული სახელმწიფო. სადაც კანონის უზენაესობა იქნება ყოველთვის დაცული და არც ერთი მოქალაქე არ იქნება კანონზე მაღლა, ვერც ქინძი და ვერც ნებისმიერი სხვა მოქალაქე.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ სატელეფონო ჩანაწერებზე.

კომენტარები