რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი: ჩემთვის საინტერესო არ არის, ვინ იქნება რუსთავი ორის რეალური მფლობელი

მე საქმის დეტალებს, რა თქმა უნდა, არ ვიცნობ. მე ვიცი, რომ რუსთავი ორთან დაკავშირებით, არა თვეები, არამდ წლებია, გრძელდება დავა. მე ვიცი, რომ წლების განმავლობაში ოცჯერ შეიცვალა რუსთავი ორის მფლობელი, ასე რომ ჩემთვის მართლაც არ არის საინტერესო, ვინ იქნება რეალური მფლობელი რუსთავი ორის. ჩემთვის არის მთავარი, თქვენ, ჟურნალისტები რუსთავი ორის, იყოთ დაცული. ამას ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვაცხადებთ, რომ იქნებით აბსოლუტურად დაცულნი. მეორე, რაც მნიშვნელოვანია, მედია უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული საქართველოში, რომ ვერავინ ვერ შეძლოს მედიათავისულების შეზღუდვა. და მესამე, ეს არის დავა ორ კერძო სუბიუექტს შორის, ჩვენი ჩართულობა ამ დავაში არის აბსოლუტურად გამორიცხული. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ თანამედროვე, დემოკრატიულ, ცივილზებულ საქართველოში, ქვეყანაში, სადაც ევროკავშირის შესაბამის რეფორმებს ვახორციელებთ, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი ორის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე.

კომენტარები