რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი რუსთავი 2-ის საქმეზე: ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი

ჩვენ არ გვაქვს უფლება, მთავრობას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, რაიმე კომენტარი გამოვთქვათ. შეიძლება, მოგვწონდეს, შეიძლება, არ მოგვწონდეს, მაგრამ ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები, ვართ ვალდებულნი, რომ დავემორჩილოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ გაასაჩივრონ. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმემ სამივე ინსტანცია უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ აღსრულდეს, ასე რომ ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. ყველას მოგიწოდებთ, რომ არ არის საჭირო ამ პროცესის ზედმეტი დრამატიზება და პოლიტიზება.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე.

კომენტარები