რუსთავი 2-ის საქმე

პრემიერი R2-ის ჟურნალისტებს: ძალიან პროფესიონალები ხართ, გამორჩეულად აშუქებთ

რუსთავი ორის ჟურნალისტებს მინდა მოგმართოთ, რომ თქვენ ხართ ძალიან პროფესიონალები. მინდა, აქვე ღიად დავაფიქსირო ჩემი პატივისცემა, ჩენი მხარდაჭერა თქვენდამი, ვინაიდან თქვენ მართლაც გამორჩეულად, ისე როგორც სხვა ჟურნალისტებიც, აშუქებთ მოვლენებს, მაგრამ დაუშვებელია, სწორედ ჟურნალისტების და მედიის პოლიტიზება. ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს მაქსიმალურად მედიის პოლიტიზებისგან, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ არ მოხდეს მედიის პოლიტიზება და ჟურნალისტების პოლიტიზება. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ თქვენი პოლიტიკური შეხედულება და თქვენი სიმპათიები, მაგრამ ეს უნდა იყოს თქვენი პირადი სიმპათიები, მე, რა თქმა უნდა, ვერ დაგაძალებთ, რომ იყოთ მხარდამჭერი ქართული ოცნების, პირადად ჩემი ან ჩვენი მთავრობის, მაგრამ თქვენ გაქვთ უფლება, რომ გააკეთოთ თქვენი საქმე ისე, როგორც აკეთებთ. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები